ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის ირაკლი დეკანოზიშვილის ავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “TEOREMA: REVISTA INTERNACIONAL DE FILOSOFÍA” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის, ირაკლი დეკანოზიშვილის სტატია Ethics of Recognition and the Second-Person Standpoint”, Teorema: Revista Internacional de filosofía, ISSN 0210-1602, Vol. 41, Nº. 2, 2022, pp. 169-186 მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Teorema: Revista Internacional De Filosofía” გამოქვეყნდა.

ირაკლი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, რელიგია“ დოქტორანტია.

სტატიაში ავტორი განიხილავს მეორე პიროვნების პერსპექტივის მნიშვნელობას ეთიკაში და მის კავშირს აღიარების თეორიასთან. მთავარი არგუმენტია, რომ აღიარების ცნება არსებითად გულისხმობს მეორე პიროვნების პერსპექტივას, რამდენადაც აღიარების ურთიერთობა ონტოლოგიურად დაფუძნებულია პიროვნებათა შორის ორმხრივ და თანასწორ ურთიერთმიმართებაზე. შესაბამისად, ორივე ეს შეხედულება ემსახურება ადამიანის ფუნდამენტური სოციალური ბუნების უკეთ გაგებას. მიუხედავად ამისა, როგორც სტატიაშია ხაზგასმული, მეორე პიროვნების პერსპექტივა ვერ ახერხებს სრულად უზრუნველყოს პიროვნების სრულფასოვანი ინტეგრაცია, რამდენადაც ის გამორიცხავს ადამიანური სოციალიზაციისთვის საჭირო ასპექტებს, როგორებიცაა სიყვარული და დაფასება (esteem). ამის ალტერნატივად შემოთავაზებულია ორიგინალური პოზიცია, რომელიც გვთავაზობს აღიარების თეორიის პლურალისტურ გაგებას, რომელშიც ადამიანური ბუნებისთვის აუცილებელი კატეგორიები სიყვარული (love), პატივისცემა (respect) და დაფასება (esteem) სრულყოფილად იქნება ინტეგრირებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. სტატიაში ასევე საუბარია ინდივიდის სოციალურ მგრძნობელობა (vulnerability) ამ ორი ურთიერთდაკავშირებული თეორიის პერსპექტივიდან.

2022 წელი