2020 წლის 19-20 ოქტომბერს ინტერდისციპლინურ სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში ,,დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ მონაწილე დოქტორანტებისთვის ფილოსოფიაში ყოველწლიური კოლოკვიუმი გაიმართა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევა. კოლოკვიუმმა დოქტორანტებს მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სიღრმისეული წვდომის საშუალება მისცა.
ჯგუფის წევრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე მიუნსტერის უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებსა და პროფესორებს, იმსჯელეს
კვლევის მეთოდოლოგიასა და ტექნიკაზე და კრიტიკულად განიხილეს კვლევითი ჰიპოთეზები და მიღწევები. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ პროფესორებსა და ჯგუფის წევრ სხვა დოქტორანტებს კითხვების დასმისა და აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდათ.