ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფენ პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროგრამის თითოეული მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას.
განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ”Religious and Cultural Studies“.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 4 მარტი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).
კონკურის ფარგლებში შემოთავაზებული საკვლევი თემების, პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
საკონტაქტო ინფორმაცია: doctoralschool@iliauni.edu.ge