ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განაგრძობს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და ისტორიოგრაფიაში დღეს მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.
მეხუთე ონლაინშეხვედრა გაიმართება 23 იანვარს, 14:00 საათზე.
შეხვედრაზე განვიხილავთ დამოუკიდებელ საქართველოში საქართველოს ისტორიოგრაფიის განვითარების ტრაექტორიებს, მის ძირითად მახასიათებლებსა და შიდა დინამიკას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ისტორიაში დომინირებს რუსეთის იმპერიული თუ სოციალისტური მმართველობა, კოლოკვიუმზე ვიმსჯელებთ, როგორ ხდება ამ გამოცდილების ხელახალი გააზრებაკ, მისი ინტეგრირება ქართულ ისტორიოგრაფულ სკოლაში და ‘ავთენტურად’ ქართული ისტორიოგრაფიული მიდგომების რეკონსტრუქცია წარსული გამოცდილებიდან. დავსვამთ შეკითხვებს, – რა ძირითადი დისკურსები დომინირებს დღეს ქართულ ისტორიგრაფიულ სწავლებაში? რა როლი აქვს იდეოლოგიურ კონტექსტს ისტორიოგრაფიული სკოლის განსაზღვრაში? სად ცხადდება პოლიტიკური ინტერესები, როდესაც საუბარი ქვეყნის იდენტობას, ეროვნულობასა და წარსულს შეეხება?
დისკუსიას გახსნის ოლივერ რაისნერი, ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის ხელმძღვანელი. მან დოქტორის ხარისხი 2000 წელს დაიცვა გოტინგენის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით თემაზე „საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ფორმირება“. შემდეგ ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას „ცენტრალური აზია / კავკასია“ ჰუმბოლტის უნივერისტეტში (2000 – 2003), კოორდინირებდა EU-ის მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტს Intercommunal Centre for Youth (EIDHR) და მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციულ მენეჯერად (2005-2015). ბოლო ხანს გამოაქვეყნა სტატიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროპეიზაცია, რელიგია, სამოქალაქო საზოგადოების სპეციფიკა და სხვ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და 28 სტატია გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ჟურნალებში. ამჟამად ხელმძღვანელობს კვლევით პროექტს „სოციალური შეჭიდულობის ძიება საქართველოს მცირე ურბანულ სივრცეებში“ (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), რომელიც აქცენტს სვამს ახალგაზრდებისა და შიდათაობრივი დიალოგის სპეციფიკაზე. თანარედაქტორია სერიისა „Caucasian Studies“, რომესაც გამოსცემს Reichert Verlag Wiesbaden-ის ცენტრი.
საკითხავი ტექსტი იხილეთ გუგლკლასრუმში მითითებულ ბმულზე:
https://classroom.google.com/u/0/w/MTY1ODQxMzU4MDEx/tc/MTk2OTMxNTk3OTM3
კოდი: 67nbsh2
თემა: კოლოკვიუმი N5 – საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფია
შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://us02web.zoom.us/j/86342100792
დისკუსია არ ჩაიწერება.
დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge