2023 წლის 22-24 მაისს როზენბერგში (გერმანია) მიუნსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით მეორედ გაიმართა სადოქტორო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ბენეფიციარი დოქტორანტები და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები.
ერთსაათიან პრეზენტაციებში თითოეულმა დოქტორანტმა პლენუმს წარუდგინა თავისი კვლევითი სამუშაო და ქართველი და გერმანელი პროფესორებისგან მიიღო გამოხმაურება ნაშრომის წარდგენილ თავთან დაკავშირებით. დოქტორანტები დისერტაციების ფაკულტეტზე წარდგენას წლის ბოლოს გეგმავენ, ამიტომ ამჯერად ყურადღება გამახვილდა საერთო კონცეფციასა და კვლევის შესაბამისი ნაწილების მასთან შესაბამისობის შეფასებაზე. სემინარის დასასრულს განიხილეს გამოქვეყნებასთან (გამოქვეყნების სტრატეგია?) დაკავშირებული საკითხები და დისერტაციის დასრულებისთვის საჭირო ორგანიზაციული ნაბიჯები.
შემდეგი შეხვედრა სექტემბერში საქართველოში გაიმართება.
2023