კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ლინგვისტიკის პროფესორი ირინა ლობჟანიძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელია, 2018 წლის 9-16 ნოემბერს გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორ ჰედე ზაილსტრასთან (გოტინგენის უნივერსიტეტი), პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფესორ ანკე ჰოლერთან ერთად იგი ხელმძღვანელობს სადოქტორო კვლევით პროექტს ,,სუბიექტის მარკირება“. გოტინგენის უნივერსიტეტში ყოფნისას მას შეხვედრები ჰქონდა ორ სამეცნიერო ხელმძღვანელთან და დოქტორანტთან, რომლის დროსაც განიხილეს კვლევის მიზნები. პროფესორი
ლობჟანიძე გაეცნო გოტინგენის უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს და დაესწრო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) წარმომადგენილის, ს. მორაკინის სემინარს სუბკომპარატივებში შეფასებითობის დისტრიბუციის შესახებ. ამ შესაძლებლობისთვის მან მადლობა გადაუხადა კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მესვეურებს.