სადოქტორო კოლოკვიუმი N3

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა აგრძელებს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

მესამე შეხვედრა ჩატარდება 12 დეკემბერს, 14:00-ზე. ამ მოდულის ფარგლებში ვისაუბრებთ ისტორიულ კვლევებში მომიჯნავე დისციპლინათა მეთოდების ინტეგრირებაზე. მოდულის პირველ შეხვედრაზე კი ვიმსჯელებთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ე.წ. „სივრცული მიდგომის” (spatial turn) შესახებ, როგორ შეიძლება ისტორიკოსებმა გამოვიყენოთ ეს თეორიული და კონცეპტუალური მიდგომა, რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს ამ კუთხით. დისკუსიას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით ქეთევან გურჩიანი.

ქეთევან გურჩიანი სხვადასხვა დროს მკვლევრად იყო მიწვეული St. John’s College-ში (ოქსფორდი), ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA), კოლუმბიისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში. ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტს „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“.

საკითხავი ტექსტი იხილეთ გუგლ კლასრუმში მითითებულ ბმულზე: https://classroom.google.com/c/MTY1ODQxMzU4MDEx/m/MTg0Njc4MTM5OTAy/details
კოდი: 67nbsh2

შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/83800517908

დისკუსია არ ჩაიწერება.

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge