ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა აგრძელებს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.
მეოთხე ონლაინშეხვედრა გაიმართება 26 დეკემბერს, 14:00 საათზე. განვაგრძობთ წინა შეხვედრის თემას, რაც ისტორიის დარგის გაფართოებასა და მასში ინტერდისციპლინური მიდგომების ინტეგრირებას გულისხმობს. ჩვენ უკვე განვიხილეთ ანთროპოლოგიური მიდგომების როლი ისტორიაში, ვისაუბრეთ სივრცულ მიდგომაზე (spatial turn) . ამჯერად განვიხილავთ ლიტერატურულ მიდგომას, იმას, თუ რა მედიუმია ლიტერატურული ნარატივი, როგორ შეიძლება ისტორიკოსმა გამოიყენოს ლიტერატურული წყარო , როგორც პირველწყარო. საუბარი ასევე შეეხება იმას, რას წარმოადგენს ლიტერატურაში ისტორიული ნარაცია და რით განსხვავდება ისტორიული ტექსტისგან.
დისკუსიას გახსნის ზაალ ანდრონიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ამჟამად ის მუშაობს პროექტზე „ლიტერატურა საქართველოში – მცირე ლიტერატურასა და მსოფლიო ლიტერატურას შორის“. მისი კვლევითი სფეროებია: სიუჟეტის თეორია, მცირე ლიტერატურა/მსოფლიო ლიტერატურა, პოლიტიკური თეოლოგია, (სივრცის) კულტურული სემანტიკა, პოლიტიკური იკონოგრაფია. მომავალ წელს ზაალ ანდრონიკაშვილის ავტორობით ქართულ ენაზე გამოიცემა ორი მონოგრაფია: უძლურების დიდება – პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში; ბურჟუაზიის უხერხული ხიბლი – ბურჟუზიული ფასეულობების ქართული ისტორიაში.
საკითხავი ტექსტი იხილეთ გუგლკლასრუმში მითითებულ ბმულზე: https://classroom.google.com/c/MTY1ODQxMzU4MDEx/m/MTg0Njc4MTM5OTAy/details
კოდი: 67nbsh2
თემა: კოლოკვიუმი N4 – „ისტორია და ინტერდისციპლინური მიდგომები“, II ნაწილი
შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/86796284647
დისკუსია არ ჩაიწერება.
დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge