Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

სადოქტორო კოლოკვიუმი პრაქტიკულ ფილოსოფიაში

21-23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში გაიმართა სამდღიანი სადოქტორო კოლოკვიუმი პრაქტიკულ ფილოსოფიაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის დოქტორანტები და პროფესორები.

ინტერაქტიულ ღონისძიებაზე დოქტორანტებმა წარმოადგინეს სადისერტაციო კვლევის ნაწილი, განიხილეს კავშირი საკვლევ პროექტებს შორის და მიიღეს უკუკავშირი სხვა დოქტორანტებისა და ხელმძღვანელი პროფესორებისგან.

შემდეგი კოლოკვიუმი 2023 წელს გერმანიაში იგეგმება.

2022 წელი