სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“

15 და 17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“.

შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი სტუდენტის მიერ სრულყოფილი სადოქტორო ნაშრომის მომზადებაში.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ხელმძღვანელის როლი სადოქტორო თემაზე მუშაობის პროცესში;
  • ხელმძღვანელის მონაწილეობა სტუდენტის მიერ სადოქტორო პროგრამის მიზნისა და სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევაში;
  • სტუდენტთა მოტივაცია და ხელმძღვანელის თვითმოტივაცია;
  • ხელმძღვანელის მიერ სტუდენტებთან უკუკავშირის დამყარების ეფექტური გზები;
  • სადოქტორო პროგრამის მონაწილე დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 საათი

მოდერატორი

თამარ მაღალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. კავკასიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის, ხოლო 2017 წელს – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მუშაობა დაიწყო 2007 წელს ლექტორის სტატუსით. 2016 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ბიზნესის სკოლის მარკეტინგული საგნების მიმართულებას. სადისერტაციო დარგობრივი კომისიის წევრია და აქტიურად არის ჩართული ქართული და დუალური სამაგისტრო ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელობაში.

განრიგი

I სესია – 15 თებერვალი, 13:00-15:00
II სესია – 17 თებერვალი, 13:00-15:00

ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია

რეგისტრაციის ლინკი: https://bit.ly/3WOU5hz

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 თებერვალი, 18:00

2023 წელი