27-28 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სტრესის მართვის ორდღიანი სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნინო მახაშვილი. სემინარი მიზნად ისახავდა სტრესის შესახებ დოქტორანტების ცოდნის გაღრმავებას, სტრესის ევოლუციური სარგებლიანობისა და მისი საზიანო შედეგების განხილვას, სტრესულ რეაქციებთან გამკლავების პრაქტიკის გაცნობასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სემინარის თემები:
- რა არის სტრესი?
- სტრესის საპასუხო რეაქციები: გაქცევა-ბრძოლა-გაშეშება;
- სტრესის მიზეზები;
- შედეგები და გამოვლინება.
სემინარის წამყვანის შესახებ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო მახაშვილი ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია 2012 წლიდან.
https://faculty.iliauni.edu.ge/business/nino-makhashvili/?lang=en