ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით 2020 წლის 28 და 29 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00-საათამდე, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ვორკშოპი თემაზე „სტრესის მართვა“, რომელსაც გაუძღვება პროფესორი ნინო მახაშვილი.
ვორკშოპის მიზნები:
- მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება სტრესულ რეაქციებში, მათ ევოლუციურ ბენეფიტებსა და ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებში;
- სტრესის, განსაკუთრებით გახანგრძლივებული სტრესის, ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ცოდნის ამაღლება;
- სტრესის მართვის ძირითად ტექნიკებში გავარჯიშება თვით-ზრუნვის ხელშესაწყობად.
თემები და საკითხები:
- რა არის სტრესი;
- ძირითადი სტრესული რეაქციები;
- განპირობებული რეაქციები, ტრიგერები და შესაძლო ნეგატიური შედეგები;
- ღრმა და გახანგრძლივებული სტრესი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
- რატომ გვჭირდება თვით-ზრუნვა?
- სტრესის მართვა: გამკლავების სტრატეგიები;
- სტრესის მართვა: რელაქსაციისა და ცენტრირების სავარჯიშოები;
- სტრესის მართვა: მაინდფულნესი და მართული წარმოსახვა.
ვორკშოპი გაიმართება Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ქართულ ენაზე და განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სადოქტორო საფეხურის II-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად.
აპლიკანტების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ერთობლივ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ დოქტორანტებს. აპლიკანტები შეირჩევიან First come, first serve პრინციპით. აპლიკანტები, რომლებიც არ არიან სადოქტორო სკოლის სტუდენტები, მოხვდებიან სარეზერვო ბაზაში და ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში შეძლებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
გთხოვთ, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა 19 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნოთ ელფოსტაზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი აპლიკაციები არ მიიღება.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ შეხვიდეთ ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/1YvMSevrEweQZFpVciAHkVifSF3vg2m8e9P1XwcDYwM0/edit
კონკურსში შერჩეული დოქტორანტები, რომლებიც არ დაესწრებიან ვორკშოპს ადმინისტრაციის წინასწარ, მინიმუმ 3 დღით ადრე, გაფრთხლების გარეშე, მომდევნო 1 წლის მანძილზე ვერ შეძლებენ ტრენინგებში მონაწილეობას.
ვორკშოპის შესახებ:
ვორკშოპი ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ტრენერის შესახებ:
პროფესორი ნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურცენტრს, ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; 2017 წლიდან ის შეუერთდა ბიზნესსკოლის სადოქტორო პროგრამას თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევის (community-based participatory research) კურსით.