თენგიზ ციმნარიძე

თენგიზ ციმნარიძემ ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი მოიპოვა 2021 წელს და რიგით მე-4 პოსტდოქტორანტია, რომლის მოკლევადიანი კვლევითი პროექტი დაფინანსდა კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) მიერ. დაფინანსება დაიწყო 2021 წლის 1 აპრილს და გაგრძელდა ჯამში 11 თვე, რამაც მას საშუალება მისცა, მუშაობა გააგრძელებინა არენდტისეულ მოდერნულობის კონცეფციაზე.

თენგიზი ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კულტურის კვლევებში და დოქტორის ხარისხს – ფილოსოფიაში. მისი სადისერტაციო თემა ეხებოდა ჰანა არენდტის პოლიტიკურ ფილოსოფიას, კონკრეტულად, მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ფენომენოლოგიის გავლენას არენდტის მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „ადამიანური მდგომარეობა“.

თენგიზი 2018 წლიდან ასწავლის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე.

პუბლიკაციები: “Arendt and Heidegger: The Human Condition Reconsidered”, Philosophy, volume 28, number 3, Sofia, 2019, 241-250E-

ელ.ფოსტა: tengotsimnaridze@yahoo.com