2021 წლის 22 და 23 ივნისს, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს ტრენინგს თემაზე როგორ შევქმნათ სამეცნოერო ბლოგი“. ტრენინგი განკუთვინლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვთ.
ვორქშოპის მიზნები:
- გააცნოს დამსწრეებს სამეცნიერო/ტექნოლოგიური ბლოგინგის სპეციფიკა და გამოწვევები;
- ასწავლოს მონაწილეებს საკუთარი სამეცნიერო კვლევების პოპულარულ ენაზე გადმოცემა;
- დაანახოს მონაწილეებს პოპულარულ სამეცნიერო სტატიაზე/ბლოგზე მუშაობის ეტაპები და სპეციფიკა;
- ასწავლოს პოპულარული სამეცნიერო სტატიების/ბლოგების წერა.
თემები, რომელთაც ვორქშოპზე შევეხებით:
- განსხვავებები სამეცნიერო და კლასიკურ ჟურნალისტიკას შორის;
- რა არის სამეცნიერო ბლოგინგი და როგორ დავიწყოთ ის?
- სამეცნიერო ბლოგინგი და მასში მეცნიერების ჩართულობის მნიშვნელობა;
- სამეცნიერო სიახლეების მოძიება/შერჩევა;
- სამეცნიერო წყაროების იერარქია;
- ცდუნებები, რომლებიც სამეცნიერო ბლოგინგს ახლავს თან (და როგორ გადავლახოთ ისინი);
- ბლოგი VS თარგმანი. როგორ განვასხვავოთ ისინი?
- ჟურნალისტური ჟანრები და მათი გამოყენება სამეცნიერო ჟურნალისტიკაში/ბლოგინგში;
- 5 მთავარი კითხვა, რომელსაც სამეცნიერო ამბის თხრობისას უნდა უპასუხო;
- როგორ შევარჩიოთ სათაური სამეცნიერო ამბისთვის/ბლოგისთვის?
- რა არის “პოპულარული ენა” და რაში გვჭირდება ემპათიურობა სამეცნიერო სტატიის/ბლოგის მომზადებისას?
- სამიზნე აუდიტორიის ფაქტორი — ვისთვის ვწერთ სამეცნიერო ბლოგს;
- როგორ დავწეროთ საკუთარი კვლევის პრესრელიზი მედიაში გასავრცელებლად;
- ციფრული არხები — სად შეგვიძლია ბლოგის გაავრცელება.
ვორქშოპი მოიცავს ორ დავალებას:
- მედიაში გასავრცელებლად, საკუთარი კვლევის რელიზის მომზადება;
სამეცნიერო ბლოგის მომზადება.
ტრენინგის პარტნიორია NEXT.On.ge -სამეცნიერო და ტექნოლოგიური გამოცემა, რომელიც მსოფლიოსა თუ საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მოვლენებს აშუქებს. პლათფორმა მოიცავს ახალ ამბებს, ვიდეოებს, მიმოხილვებს, ინტერვიუებსა თუ საავტორო სტატიებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ.
ტრენინგი ჩატარდება Zoom პლატფორმის მეშვეობით. მას გაუძღვებიან ხატია თორდუა- Next.on.ge-ს მთავარი რედაქტორი და დავით სამნიაშვილი-ამავე ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალისტი.
ტრენიგნის განრიგი:
22 ივნისი: 10:30 -14:00
23 ივნისი: 10:30-14:00
მონაწილეთა რაოდენობა: 13
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ:
https://docs.google.com/forms/d/1IFp4GvjNPMIotOaOeyB6fc_Cz-1LPhzZNqYYJ5dJv2Y/edit
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 17 ივნისი 18:00 საათი
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვამართოთ მეილიზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge