მისია

მისია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა მიზნად ისახავს, საქართველოში შექმნას სადოქტორო განათლების თანამედროვე, ეფექტიანი და წარმატებული სტრუქტურირებული მოდელი ხარისხის უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით. მისი მთავარი ამოცანაა, განავითაროს სადოქტორო საფეხურის ზოგადი პროგრამა სპეციფიკური წესებისა და პრინციპების საფუძველზე და საქართველოში ჩამოაყალიბოს საერთაშორისო სტანდარტებსა და მდგრადი ინტელექტუალური რესურსების მოზიდვაზე ორიენტირებული თანამედროვე სადოქტორო განათლების კულტურა. შესაბამისად, საერთაშორისო სადოქტორო სკოლა უზრუნველყოფს ინკლუზიური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო აკადემიური
კულტურისა და კვლევის გარემოს შექმნას დოქტორანტებისთვის, რომლებსაც სრულფასოვან დამწყებ მკვლევრებად აღიარებს. ამ გზით, საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ხელს უწყობს საქართველოში მინიჭებული დოქტორის ხარისხის რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლებას. საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხის უზრუნველყოფას, სადოქტორო კვლევის უნარების განვითარებას და დოქტორანტების თემის ფორმირებას.