გიორგი ჩალაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი და მკვლევარია. მან 2018 წელს გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია “ Estimation of Ground Dwelling Arthropod Densities Using Pitfall Traps: Individual Based Simulations.: Estimation of Ground Dwelling Arthropod Densities Using Pitfall Traps: Individual Based Simulations.“ კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრის საგრანტო დაფინანსების პროგრამის ხელშეწყობით და გოტინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში (სტატიის წასაკითხად მიყევით ბმულს).
გიორგიმ სამაგისტრო ხარისხი მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიმართულებით, სადოქტორო დისერტაცია კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე დაიცვა („უხერხემლო ცხოველების მრავალფეროვნების მოდელირება და მონაცემთა ბაზის განვითარება კავკასიის ეკორეგიონისთვის“, 2015, Summa Cum Laude).
2009 წლიდან გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარია.
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@gmail.com