პროფესორ მაიკლ მიულერის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2018 წლის 6-9 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კარლ ფრიდრიხ ლემან- ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გოტინგენის გეორგ- აუგუსტის უნივერსიტეტის (UGOE) პროფესორის ვიზიტი გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი იყო პროფესორი მაიკლ მიულერი, რომელიც გოტინგენის საუნივერსიტეტი სამედიცინო ცენტრის ნეიროფიზიოლოგიისა და სენსორული ფიზიოლოგიის დეპარტამენტს წარმოადგენს. პროფესორ რევაზ სოლომონიასთან ერთად, რომელიც ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანია, იგი თანახელმძღვანელობს სადოქტორო კვლევით პროექტს ,,რეტის სინდრომის თაგვის მოდელში მიტოქონდრიული პროტემის შედარებითი შესწავლა“. ვიზიტის პერიოდში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თანახელმძღვანელებსა და დოქტორანტს შორის, რომლის დროსაც დაიგეგმა კვლევითი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებები და დოქტორანტის ვიზიტი გოტინგენის უნივერსიტეტში. ასევე შედგა შეხვედრები ილიაუნის რექტორთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მუშაობა ინტენსიურად და ეფექტურად წარიმართა. პროფესორი მიულერი ილიაუნიში არსებულ სამუშაო გარემოსა და კვლევითი
ინფრასტრუქტურას გაეცნო. კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მულტიდისციპლინური, სტრუქტურირებული პროგრამაა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პროგრამაში მონაწილე თორმეტი სტუდენტი კვლევაზე ორი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ფარგლებში მუშაობს. მათ ქართველი და გერმანელი სამეცნიერო თანახელმძღვანელები ჰყავთ. გამოყოფილი სტიპენდია დოქტორანტებს საშუალებას აძლევს, სრულად დაუთმონ დრო კვლევით პროექტზე მუშაობას. ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება; კერძოდ, გაიმართება შეხვედრები როგორც თბილისში, ისე გოტინგენში. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის პროექტს გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებენ.