1-2 დეკემბერს გაიმართება სადოქტორო ვორკშოპი Grounded Theory. მისი მონაწილეები ინტერაქციული მეთოდით შეისწავლიან ე.წ. დაფუძნებული თეორიის (Grounded Theory – GT) მეთოდოლოგიის ძირითად იდეებსა და ცნებებს, გაეცნობიან მათ თეორიულსა და პრაქტიკულ ასპექტებს. ვორკშოპის პირველ ეტაპზე ვიმსჯელებთ GT-ის ფილოსოფიურ საფუძვლებსა და მის მთავარ მეთოდოლოგიურ პერსპექტივებზე. მომდევნო ეტაპზე განვიხილავთ დაფუძნებული თეორიის კვლევითი ფორმატის ძირითად თავისებურებებს, მათ შორის საკვლევი კითხვების ჩამოყალიბებას ღიაობის მოთხოვნის შესაბამისად. მესამე ეტაპზე გავაანალიზებთ იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს კვლევით პრაქტიკაში, ასევე ავხსნით დაფუძნებული თეორიის ისეთ ცნებებს, რომლებიც შეიძლება ბუნდოვნად გვეჩვენებოდეს, ამგვარია, მაგალითად, „მონაცემთა სატურაცია“ და „თეორიული სამპლინგი“.
წინასწარ წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა: Corbin, Juliet/Strauss, Anselm (1990): Grounded Theory Research. Procedures, Canons, and Evaluation Criteria. In: Qualitative Sociology 13/1, pp 3-21.
ტექსტი მსურველებისთვის ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის შემდეგ.
ხანგრძლივობა: 2 დღე, 3-3 საათი (სულ 6 საათი)
ვორკშოპის ხელმძღვანელი: პროფ. ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)
მონაწილეთა რაოდენობა: 25
ვორკშოპი ჩატარდება Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ქართულ ენაზე და განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სადოქტორო საფეხურის I-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად და პოსტდოკებისთვის/მკვლევარებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებით არიან მოწვეულნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აპლიკანტების შეირჩევიან First come, first serve-ის პრინციპით.
უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტებს.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 24 ნოემბრის 16:00 საათის ჩათვლით.
არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი აპლიკაციები არ მიიღება.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, შეხვიდეთ ლინკზე: https://bit.ly/320hbeJ
განრიგი:
1 დეკემბერი:11:00-14:00
2 დეკემბერი: 11:00-14:00
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირდნენ მხოლოდ ის მსურველები, რომლებიც ორივე დღეს სრულად დაესწრებიან ღონისძიებას. შერჩეულმა აპლიკანტებმა, რომლებიც ვერ დაესწრებიან ვორკშოპს, ადმინისტრაციას წინასწარ, მინიმუმ 3 დღით ადრე, უნდა აცნობონ თინათინ ქადაგიშვილის მეილზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge., რათა სარეზერვო სიაში მყოფ სხვა აპლიკანტებს მიეცეთ მონაწილეობის საშუალება.
ინფორმაცია ტრენერის შესახებ:
ლევან ცაგარელი – https://faculty.iliauni.edu.ge/arts/levan-tsagareli/