თინათინ დვალიშვილი, დოქტორი. ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი მოიპოვა 2019 წელს.
თინათინ დვალიშვილმა ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2019 წელს მოიპოვა. ის მეორე პოსტ-დოქტორანტია, რომელმაც კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დაფინანსება მიიღო. დაფინანსება დაიწყო 2019 წლის 1 აპრილს და 11 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თინათინმა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა, ახალგაზრდა მკვლევთა გრანტის ფარგლებში კი განახორციელა პროექტი „საზღვრისპირა თანამშრომლობის დამატებითი ღირებულება საქართველოს აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონისთვის.“ ამ პროექტის მიგნებები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.
კვლევითი პროექტის პარალელურად, თინათინი აქტიურად არის ჩართული ილიაუნის აკადემიურ ცხოვრებაში, ატარებს სემინარებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ასისტირებას უწევს პროფესორს დოქტორანტის ხელმძღვანელობაში.
ელ. ფოსტა: tinatin.dvalishvili@iliauni.edu.ge