თინათინ დვალიშვილი (PhD) – 2019 წლის ახალგაზრდა მკვლევრის გრანტის მფლობელი

თინათინ დვალიშვილმა 2019 წელს ახალგაზრდა მკვლევრების გრანტი მოიპოვა. იგი მეორე მკვლევარია, რომელსაც კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) ფარგლებში პოსტ-სადოქტორო მოკლვევადიანი კვლევითი პროექტი დაუფინანსდა. დაფინანსება 2019 წლის 1 აპრილიდან დაიწყო და თეთრთმეტ თვეს მოიცავს.

თინათინმა სადოქტორო ხარისხი პოლიტოლოგიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ახლა იგი ახალგაზრდა მკვლევრის საგრანტო პროგრამის ფარგლებში პოსტ-სადოქტორო კვლევით პროექტს განახორციელებს თემაზე: ,,სასაზღვრო თანამშრომლობის (CBC) დამატებული ღირებულება საქართველოს სამხრეთ საზღვრის რეგიონისთვის“. ამ პროექტის მიგნებები ახალგაზრდა მკვლევრის გრანტით
გათვალისწინებული კვლევის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.
გარდა კვლევითი პროექტისა, თინათინი უმცროსი მკვლევრის სტატუსით ასევე აქტიურად ჩაერთვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში. იგი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს, ხოლო კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში მონაწილე დოქტორანტებისთვის ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს. ამასთან, როგორც ახალგაზრდა მკვლევრის გრანტის მფლობელი, თინათინი პროფესორს დოქტორანტურის სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელობაში დაეხმარება. ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი, რომელიც კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გაიცემა, ილიაუნის ახალგაზრდა
აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება. იგი მოკლევადიანი კვლევითი პროექტების საშუალებით ახალგაზრდა მკვლევრებს მეცნიერად ჩამოყალიბების გზაზე თვითგვანვითარებისა და პედაგოგის მოვალეობების გაცნობიერების შესაძლებლობას აძლევს.
ახალგაზრდა მკვლევრის გრანტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.