2020 წლის 1 დეკემბერს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის ჩატარდა ინფორმაციის მოძიებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავების ტრენინგი.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
აკადემიური ბაზების ეფექტური გამოყენება – როგორ დავახარისხოთ სამეცნიერო რესურსები და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დავიწყებთ წყაროების მოძიებას;
როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო ბაზები: ProQuest Dissertations and Theses Global; ProQuest Research Library; Sage Publishing; Taylor and Francis Online; ScienceDirect.
როგორ ფასდება სამეცნიერო წყაროების სანდოობა (ციტირების ინდექსი; h-ინდექსი და იმპაქტ-ფაქტორი). მოხდება Scopus-ის, Web of Science-ის და Journal Citation Report-ის გამოყენების დემონსტრირება.
როგორ გამოვიყენოთ ილიაუნის ბიბლიოთეკის ბაზები.
წყაროების დამოწმების მართვის სისტემები – Mendeley, Endnote.
ტრენინგი სასარგებლო იყო დამწყები მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამზადებს კვლევით სტატიას სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. დამსწრეებს აქტიური მონაწილოებისა და სასემინარო საკითხებზე დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა ქონდათ.
ტრენინგი განხორციელდა ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
ტრენერის შესახებ:
გიგა ხოსიტაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა. იგი ათი წელია, რაც ილიაუნის ბიბლიოთეკაში მუშაობს. გიგას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტის მიმართულებით (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო სტუდენტთა მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტსა (ესტონეთი) დამიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). 2011 წლიდან მან სტაჟირება გაიარა ლინკოპინგისა და უფსალას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში (შვედეთი), ასევე ვალადოლიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) და სხვა.