12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ეკა გურგენაშვილმა დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “A search for Rieger-type periodicities in the Sun like stars“. პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი […]
კატეგორია: ახალი ამბები
A SEARCH FOR THE RIEGER-TYPE PERIODICITY ON THE SUN-LIKE STARS – დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-ავგუსტის სახელობის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა“ დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის მსგავს ვარსკვლავებზე“ (A search for the Rieger-type periodicity on the […]
“ROSSBY WAVES ON STELLAR EQUATORIAL Β PLANES: UNIFORMLY ROTATING RADIATIVE STARS“ – ილიაუნის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში ASTRONOMY AND ASTROPHYSICS დაიბეჭდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის პირველი ავტორობით დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy and Astrophysics. მარიამ ალბექიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია. სტატია ეხება როსბის (პლანეტარული) ტალღების დინამიკის თეორიულ შესწავლას ადრეული ტიპის ვარსკვლავების წიაღში. […]
სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“
15 და 17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“. შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი სტუდენტის მიერ სრულყოფილი […]
სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“
21-22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“. სამუშაო შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების მიერ სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი […]
ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის ირაკლი დეკანოზიშვილის ავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “TEOREMA: REVISTA INTERNACIONAL DE FILOSOFÍA” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის, ირაკლი დეკანოზიშვილის სტატია Ethics of Recognition and the Second-Person Standpoint”, Teorema: Revista Internacional de filosofía, ISSN 0210-1602, Vol. 41, Nº. 2, 2022, pp. 169-186 მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Teorema: Revista Internacional De Filosofía” გამოქვეყნდა. ირაკლი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, რელიგია“ დოქტორანტია. სტატიაში ავტორი განიხილავს მეორე პიროვნების […]
სადოქტორო კოლოკვიუმი პრაქტიკულ ფილოსოფიაში
21-23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში გაიმართა სამდღიანი სადოქტორო კოლოკვიუმი პრაქტიკულ ფილოსოფიაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის დოქტორანტები და პროფესორები. ინტერაქტიულ ღონისძიებაზე დოქტორანტებმა წარმოადგინეს სადისერტაციო კვლევის ნაწილი, განიხილეს კავშირი საკვლევ პროექტებს შორის და მიიღეს უკუკავშირი სხვა დოქტორანტებისა და ხელმძღვანელი პროფესორებისგან. […]
ნინო შარიქაძის საჯარო მოხსენება პროექტის ”ALUMNI TALKS” ფარგლებში
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული ნინო შარიქაძე საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროექტის ”Alumni Talks” ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე „ადრენალურ ჯირკვაში სტეროიდული ჰორომების რეგულაცია სიგმა-1 რეცეპტორის მიერ“. მოხსენების შესახებ სტრესი ცნობილი რისკფაქტორია წამალ-დამოკიდებულებისა და მისი რეციდივის მიმართ მოწყვლადობის განვითარებაში. სტრესი იწვევს კორტიკოტროპინ რილიზინგ ფაქტორის გამონთავისუფლების ცვლილებებს თავის ტვინში, რაც, თავის მხრივ, […]
ვორკშოპი Funding, publishing, engaging, advising: the labyrinths of academic careers
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ვორკშოპს Funding, publishing, engaging, advising: the labyrinths of academic careers. ვორკშოპი შედგება 6 დამოუკიდებელი ქვესესიისგან, რომელთა აღწერა შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი არჩევანი (სესიების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ) 2 სექტემბრამდე მიუთითოთ შემდეგი ფორმის მეშვეობით: https://bit.ly/3cuVLf0 ვორკშოპები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ დოქტორანტებისთვის, ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება. ზუსტი თარიღები და დრო ფორმაშია მითითებული. […]
დოქტორანტ თამარ მიქაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
28 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ მიქაძის სადისერტაციო ნაშრომის „ჯაზისა და აკადემიური მუსიკის ინტეგრაციის პროცესები XX-XXI საუკუნეში (ქართული მუსიკალური კულტურის მაგალითზე)“ დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ირინე ებრალიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თანახელმძღვანელი – მარინა ქავთარაძე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. 2022 წელი