კატეგორია: ახალი ამბები

ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის პირველავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “ASTROPHYSICAL JOURNAL” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის პირველავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “ASTROPHYSICAL JOURNAL” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ლემან ჰაუპტის საერთაშორის სკოლის დოქტორანტმა სალომე მჭედლიძემ კოსმოლოგიასა და გრავიტაციის ჯგუფის პროფესორების აქსელ ბრანდენბურგისა და თინათინ კახნიაშვილის ხელმძღვანელობით კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Astrophysical Journal” გამოაქვეყნა სტატია “Evoluton of Primordial Magnetic Fields during Large Scale Structure Formation”, Mtchedlidze, S; Dominguez-Fernandez, P; Du, X; Brandenburg, A; Kahniashvili, T, et al. doi: 10.3847/1538-4357/ac5960 […]

სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ კოლოკვიუმი როტენბერგში

სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ კოლოკვიუმი როტენბერგში

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 9-11 მაისს, მიუნსტერის უნივერსიტეტმა პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ დოქტორანტები და მათი ქართველი და გერმანელი ხელმძღვანელები როტენბერგში სამდღიან ვორკშოპზე შეკრიბა, სადაც დოქტორანტებმა წარმოადგინეს და პროფესორებთან ერთად განიხილეს საკუთარი კვლევის შედეგები. ვორკშოპი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცალკეული სადოქტორო პროექტის განხილვას, არამედ ასევე კვლევებს შორის კავშირების დადგენას საერთო პრობლემებისა თუ კითხვების უკეთ […]

ALUMNI TALKS: შეხვედრა გიორგი გვალიასთან

ALUMNI TALKS: შეხვედრა გიორგი გვალიასთან

6 მაისს, 17:00 საათზე, ალუმნი საუბრების პირველი სტუმარი-მომხსენებელი იქნება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი გიორგი გვალია. გიორგი მრავალი წლის მანძილზე მუშაობს ილიაუნიში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ამჟამად სწავლების დარგში რექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია. იგი ილიაუნის კურსდამთავრებულია და 2013 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში. მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ, რომელთაც დოქტორანტები […]

შეხვედრების სერია ილიაუნის ალუმნი ჯგუფთან

შეხვედრების სერია ილიაუნის ალუმნი ჯგუფთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის კურსდამთავრებულებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები გამართონ უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრები ხელს შეუწყობს დისკუსიებს დოქტორანტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქნება ეს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პროცესი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ურთიერთობები სამეცნიერო ხელმძღვანელთან, კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და სხვ. […]

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა. კვირეულის მიზანი იყო სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდნენ როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, […]

დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სტატია

დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სტატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად რეიტინგულ ჟურნალში “Astronomy & Astrophysics” გამოაქვეყნეს ნაშრომი მზის ტიპის ერთ-ერთ ვარსკვლავზე მზის მსგავსი მოკლე ციკლების აღმოჩენის შესახებ. ამ ციკლების საშუალებით მსოფლიოში პირველად შეფასდა მაგნიტური ველის სიდიდე ვარსკვლავის წიაღში. ეს აღმოჩენა მზის წარსული და მომავალი მაგნიტური აქტიურობის შესწავლის საშუალებას იძლევა. მზე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი […]

დოქტორანტების რეგისტრაცია დასაქმების კვირეულზე

დოქტორანტების რეგისტრაცია დასაქმების კვირეულზე

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმლია სხვადასხვა ორგანიზაციასთან შეხვედრა და დასაქმების პერსპექტივების გაცნობა. ღონისძიება გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. დასაქმების კვირეულზე 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს დამსაქმებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია. დოქტორანტთა დასაქმების კვირეულში მონაწილე დამსაქმებლები […]

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის – დამსაქმებლების რეგისტრაცია

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის – დამსაქმებლების რეგისტრაცია

დასაქმების კვირეული: 2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები. დასაქმების კვირეულის მიზანია სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. კვირეულის ფარგლებში დარეგისტრირებულ დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე, სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და […]

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები. კვირეულის მიზანია სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდებიან როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნობენ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, გაესაუბრებიან […]

სადოქტორო ვორკშოპი Grounded Theory

სადოქტორო ვორკშოპი Grounded Theory

1-2 დეკემბერს გაიმართება სადოქტორო ვორკშოპი Grounded Theory. მისი მონაწილეები ინტერაქციული მეთოდით შეისწავლიან ე.წ. დაფუძნებული თეორიის (Grounded Theory – GT) მეთოდოლოგიის ძირითად იდეებსა და ცნებებს, გაეცნობიან მათ თეორიულსა და პრაქტიკულ ასპექტებს. ვორკშოპის პირველ ეტაპზე ვიმსჯელებთ GT-ის ფილოსოფიურ საფუძვლებსა და მის მთავარ მეთოდოლოგიურ პერსპექტივებზე. მომდევნო ეტაპზე განვიხილავთ დაფუძნებული თეორიის კვლევითი ფორმატის ძირითად თავისებურებებს, მათ შორის საკვლევი კითხვების […]