21-23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში გაიმართა სამდღიანი სადოქტორო კოლოკვიუმი პრაქტიკულ ფილოსოფიაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის დოქტორანტები და პროფესორები. ინტერაქტიულ ღონისძიებაზე დოქტორანტებმა წარმოადგინეს სადისერტაციო კვლევის ნაწილი, განიხილეს კავშირი საკვლევ პროექტებს შორის და მიიღეს უკუკავშირი სხვა დოქტორანტებისა და ხელმძღვანელი პროფესორებისგან. […]
კატეგორია: Uncategorized @ge
პროფესორ მაიკლ მიულერის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018 წლის 6-9 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კარლ ფრიდრიხ ლემან- ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გოტინგენის გეორგ- აუგუსტის უნივერსიტეტის (UGOE) პროფესორის ვიზიტი გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი იყო პროფესორი მაიკლ მიულერი, რომელიც გოტინგენის საუნივერსიტეტი სამედიცინო ცენტრის ნეიროფიზიოლოგიისა და სენსორული ფიზიოლოგიის დეპარტამენტს წარმოადგენს. პროფესორ რევაზ სოლომონიასთან ერთად, რომელიც ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანია, იგი […]
თინათინ დვალიშვილი (PhD) – 2019 წლის ახალგაზრდა მკვლევრის გრანტის მფლობელი
თინათინ დვალიშვილმა 2019 წელს ახალგაზრდა მკვლევრების გრანტი მოიპოვა. იგი მეორე მკვლევარია, რომელსაც კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) ფარგლებში პოსტ-სადოქტორო მოკლვევადიანი კვლევითი პროექტი დაუფინანსდა. დაფინანსება 2019 წლის 1 აპრილიდან დაიწყო და თეთრთმეტ თვეს მოიცავს. თინათინმა სადოქტორო ხარისხი პოლიტოლოგიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ახლა იგი ახალგაზრდა მკვლევრის საგრანტო პროგრამის ფარგლებში პოსტ-სადოქტორო კვლევით […]
ქრისტინე მარგველაშვილი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტების წარმომადგენლად დაინიშნა
კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქრისტინე მარგველაშვილი პროგრამაში მონაწილე სტუდენტების პირველ წარმომადგენლად დაინიშნა. ამ ფუნქციას იგი 2019 წლის მარტის ბოლომდე შეასრულებს. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში იგი წარმოადგენს პროგრამის მონაწილეთა ინტერესებს, მათ შორის მმართველ საბჭოსთან შეხვედრებზე. იგი ხელს შეუწყობს პროგრამის გაუმჯობესებასა და შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მომზადებას. იგი ასევე იქნება პროგრამის წარმომადგენელი უნივერსიტეტში და […]
პროფესორ ირინა ლობჟანიძის ვიზიტი გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტში
კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ლინგვისტიკის პროფესორი ირინა ლობჟანიძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომელია, 2018 წლის 9-16 ნოემბერს გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორ ჰედე ზაილსტრასთან (გოტინგენის უნივერსიტეტი), პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფესორ ანკე ჰოლერთან ერთად იგი ხელმძღვანელობს სადოქტორო კვლევით პროექტს ,,სუბიექტის მარკირება“. გოტინგენის უნივერსიტეტში ყოფნისას მას შეხვედრები […]
გოჩა გოლუბიანის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე
2019 წლის 1 მაისს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე გოჩა გოლუბიანმა წარადგინა კვლევითი პროექტი ,,რეტის სინდრომის თაგვის მოდელში მიტოქონდრიის პროტეომის შედარებითი ანალიზი“. გოჩამ მოკლედ დაახასიათა საკვლევი თემა და ისაუბრა კვლევის გეგმაზე. პროექტის პრეზენტაციის გარდა, მან აუდიტორიას მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია რეტის სინდრომზე და შესაბამის ლაბროტორიულ პროცედურებზე, რომლებიც მონაცემების მისაღებად არის საჭირო. გოჩამ აუდიტორიას გააცნო […]
ეკა გურგენაშვილის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე
სადოქტორო ფორუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად იმართება. იგი სტუდენტებს შეკრების, სამუშაოსა და კონკრეტული კვლევითი საკითხების წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობას აძლევს. ფორუმი ღიაა ყველა საფეხურისა და სამეცნიერო პროფილის სტუდენტებისთვის. 2019 წლის 3 აპრილს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის წარმომადგენელმა ეკა გურგენაშვილმა წარადგინა კვლევით პროექტი ,,რიგერის ტიპის პერიოდულობა მზის მსგავს ვარსკვლავებში“ (“Rieger-type periodicity in Sun-like stars”). […]
ნანა ხეცურიანის მოხსენება სადოქტორო ფორუმზე
2019 წლის 6 მარტს სადოქტორო ფორუმზე კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე ნანა ხეცურიანმა წარადგინა კვლევითი პროექტი: ,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეკონომიკური დანახარჯები“. ნანამ მოკლედ განმარტა საკვლევი საკითხი და მისი აქტუალობა. მან ყურადღება გაამახვილა შეიარაღებული კონფლიქტის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ კვლევის მიგნებებზე და ისაუბრა იმ ძირითად არხებზე, რომლითაც შეიარაღებული კონფლიქტები აზარალებს მოსახლეობის კეთილდღეობას და ომთან […]
ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილეების პროსპექტუსები წარმატებით დაიცვეს
2019 წლის 11-22 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტების პროსპექტურების დაცვა გაიმართა. დოქტორანტებს შორის იყვნენ ანა ლოლუა (ისტორია), ნანა ხეცურიანი (ეკონომიკა), ეკატერინე ნანიტაშვილი (ლინგვისტიკა), სვეტლანა ბერიკაშვილი (ლინგვისტიკა), ეკა გურგენაშვილი (ფიზიკა), მარიამ ალბეკიონი (ფიზიკა), სალომე მჭედლიძე (კოსმოლოგია) და გოჩა გოლუბიანი (ქიმიური ბიოლოგია), რომლებიც ლემან- ჰაუპტის […]
ლევან ჭეიშვილის მოხსენება სადოქტორო ფორუმზე
2018 წლის 5 დეკემბერს, ლევან ჭეიშვილმა სადოქტორო ფორუმზე თავისი სადოქტორო კვლევითი პროექტი წარადგინა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევანი ,,უჯრედული ნეირომეცნიერების სადოქტორო პროგრამის” ფარგლებში მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ,,ეპილეფსიური ნეირონის ნანოარქიტექტონიკა და ნანომექანიკა“. მოხსენებაში ლევანმა წარადგინა მოსაზრებები ეპილეფსიის მკურნალობის ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ. მან ისაუბრა ჰიპოკამპის ‘ეპილეფსიური ნეირონის’ ნანომასშტაბის მახასიათებლების დინამიკურ გარემოში ატომური ძალის მიკროსკოპით შესწავლის შესახებ. აღნიშნული […]